Accentnews.ge
მედია – რატომ შეასრულა სამთავრობო თვითმფრინავმა თბილისი-მინსკი-თბილისის რეისი უცნობია

მედია – რატომ შეასრულა სამთავრობო თვითმფრინავმა თბილისი-მინსკი-თბილისის რეისი უცნობია

17/08/2020 06:04:16 მსოფლიო

მინსკში 16 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც როგორც წესი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ, - ინფორმაციას URA.RU გამოცემა The Bell-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, თვითმფრინავი მინსკში 19:00 საათზე ჩაფრინდა, დაახლოებით 1 საათი აეროპორტში იდგა, შემდეგ კი, უკან გამოფრინდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველოს საზღვრები, თბილისიც კი არ დაუტოვებია.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S