საფრანგეთში Covid-19–ის 236 ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა
16/08/2020 19:05:42 მსოფლიო
საფრანგეთში ბოლო 2 დღეა, Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3000–ს აჭარბებს, რაც უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid-19–ის 236 ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 3015 ადამიანი დაინფიცრდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19-მა 30 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 218 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 771 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 734 000–ს გადააჭარბა, 14 470 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1336-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


