Accentnews.ge
მაისის შემდეგ პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

მაისის შემდეგ პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

16/08/2020 18:57:46 მსოფლიო

მაისის შემდეგ პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავრუსის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზას განცხადებით, 629 ინფიცირებულიდან უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს. კერძოდ, ისინი სამშობლოში ხორვატიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და მალტიდან დაბრუნდნენ.

რობერტო სპერანზას ცნობით, მან უკვე გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, ხორვატიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და მალტიდან სამშობლოში დაბრუნებულმა იტალიის მოქალაქეებმა კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაიტარონ.

"უნდა შევინარჩუნოთ ის შედეგი, რომელიც დღემდე გვაქვს", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში Covid-19-მა 35 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 250 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 771 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 734 000–ს გადააჭარბა, 14 470 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1336-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S