კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
16/08/2020 08:22:46 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია.
„15 ახალი შემთხვევიდან 2 ლენჯერის ე.წ. კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული შემთხვევაა ( ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლი), 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1088 გამოჯანმრთელდა“, - აცხადებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოში.


