დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა გარდაიცვალა
16/08/2020 07:14:09 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დონალდ ტრამპის წერილი გამოქვეყნდა.
"რობერტი ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში", – წერია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაში.
რობერტ ტრამპი ავადმყოფობის გამო 2020 წლის 14 აგვისტოს ჰოსპიტალში მოათავსეს.


