საქართველოში COVID-19 კიდევ 15 პირს დაუდასტურდა
16/08/2020 06:38:39 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები სამთავრობო გვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 1088–ია.
კორონავირუსმა ქვეყანაში ჯამში 17 პაციენტი იმსხვერპლა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.


