Accentnews.ge
ბელარუსელმა დიპლომატმა დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ბელარუსელმა დიპლომატმა დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

16/08/2020 06:10:26 მსოფლიო

სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა იგორ ლეშენიამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა „ნაშა ნივა“ ავრცელებს.

„ყველა ბელარუსის მსგავსად, მე შოკში ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წამებისა და ცემის შესახებ ისტორიების გამო“, – ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში, რომელსაც გამოცემა ავრცელებს.

ბელარუსის ელჩის თქმით, ის მხარს უჭერს ქუჩებში გასულ ბელარუსებს.

ბელარუსში სტიქიური საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ გრძელდება. დემონსტრანტების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. დაკავებულია ასობით ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S