მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
16/08/2020 05:52:34 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 294 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
მსოფლიოში ჯამში კორონავირუსის 21 მილიონ 395 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 770 ათასზე მეტი ინფიცირებული, 13 მილიონზე მეტი ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში.


