Accentnews.ge
"თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი - კორონა არის ყველგან. ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება"

"თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი - კორონა არის ყველგან. ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება"

15/08/2020 11:00:06 საზოგადოება

"თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი - კორონა არის ყველგან. ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა. ამიტომ ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება. როგორც ვხედავთ გეოგრაფიულად, თბილისის, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი: ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, თუ ღია სივრცეში არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა, იქაც გამოვიყენოთ ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, ინფიცირების შემთხვევები იქნება ბევრი“, – განაცხადა იმნაძემ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1321-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S