Accentnews.ge
მედია – ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

მედია – ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

14/08/2020 17:09:16 მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა, – იუწყება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვაკი.

მისივე ინფორმაციით, სანქციების სია უახლოეს დღეებში იქნება შემუშავებული.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S