3 თვის შემდეგ პირველად, ესპანეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
14/08/2020 15:51:08 მსოფლიო
3 თვის შემდეგ პირველად, ესპანეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა და 62 გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Covid-19–ის ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება მადრიდში, კატალონიისა და არაგონის რეგიონებში.
უკანასკნელი ოფიციალურ მონაცემებით, ქვეყნაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 350 000–ს გადააჭარბა, დაავადებამ 28 605 ადამიანი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


