Accentnews.ge
საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

14/08/2020 14:29:26 მსოფლიო

ბოლო პერიოდში COVID-19–ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეში 50 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება. რესტორნები და ბარები ღამის თორმეტ საათამდე იმუშავებენ.

ამკრძალავი ზომები აგვისტოს ბოლომდე იმოქმედებს.

შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებნ.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს საბერძნეთში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი (262 შემთხვევა) დაფიქსირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 6 381 შემთხვევა, დაავადებით გარდაიცვალა 216 ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S