CDC – 5 სექტემბრამდე კორონავირუსი აშშ–ში 189 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს
14/08/2020 12:55:01 მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროგნოზით, 5 სექტემბრამდე ახალი კორონავირუსი ქვეყანაში 189 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს. შესაბამისი ინფორმაცია CDC–მ დღეს გაავრცელა.
აშშ–ში Covid-19-ით ყოველ ნახევარ საათში 2600–ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, რაც მსოფლიოში დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყანაში Covid-19–ის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დადასტურდა და ვირუსი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ პირველი შემთხვევის დაფიქსირებდან 98 დღეში აშშ–ში უკვე 1 მილიონი კოვიდ–ინფიცირებული იყო. კიდევ 43 დღეში – 2 მილიონი და კიდევ 27 დღის შემდეგ – 3 მილიონი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 167 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 5 500 000–ზე მეტი შემთხვევა.
აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 152 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


