Accentnews.ge
მთავრობამ თვითიზოლაციის და კარანტინის ვადა შეამცირა

მთავრობამ თვითიზოლაციის და კარანტინის ვადა შეამცირა

14/08/2020 12:08:58 საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციისა და კარანტინის ვადა ორი დღით მცირდება. რეგულაცია 12 აგვისტოდან მოქმედებს.

ახალი დადგენილების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს

  • უცხო ქვეყნიდან ან ოკუპირებული ტერიტორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირი საკარანტინო სივრცეში 12 დღეს გაატარებს;
  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ტესტის პასუხი და 12 დღის განმავლობაში 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ ტესტი;
  • თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობულინი "G" (კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს), იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S