Accentnews.ge
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობას პროგნოზირებენ

14/08/2020 10:28:12 საზოგადოება

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S