COVID-19–ით ინფიცირებული მედდა გორში მუშაობდა
14/08/2020 10:23:41 საზოგადოება
ჩატარებული ტესტირებისას, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას „კოვიდ-19“ დაუდგინდა. ინფიცირების აღნიშნული შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 23 შემთხვევას შორისაა.
„სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა ინფიცირების მესამე შემთხვევა გვაქვს გორში, კოვიდინფექცია ჰოსპიტალის მედდას დაუდგინდა. დადგენილია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. აღებულია ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას (ექიმს და მედდას), ყველა კონტაქტის დადგენის საფუძველზე ჩატარდა ღრმა ეპიდკვლევა და ინფიცირების ახალი ფაქტები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.
მისი თქმით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა დადგენა და დაწყებულია ღრმა ეპიდკვლევა.


