Accentnews.ge
"ჯერ ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ"

"ჯერ ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ"

14/08/2020 09:50:22 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ჯერ ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ სამშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ახლა ბელარუსში მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ.

„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას, კონკურენტები ჩაანაცვლებენ:

„თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“.

რაც შეეხება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნებსა და დემონსტრანტებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის შესახებ ლუკაშენკოს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი კვლავ სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცსკ–ის მონაცემებით, კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S