Accentnews.ge
გაბუნია აცხადებს, რომ COVID-19–ით სამედიცინო პერსონალის სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაავადდა

გაბუნია აცხადებს, რომ COVID-19–ით სამედიცინო პერსონალის სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაავადდა

14/08/2020 09:39:10 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პირობებში ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების რისკები მაღალია და განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე ადგილზე დასაქმებულების თემა. კერძოდ, გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო პერსონალის რამდენიმე ადგილზე მუშაობის საკითხს სწავლობს და მათთვის ალტერნატიული გზებია შეთავაზებული, მათ შორის ორკვირიანი მორიგეობა და ტესტირება.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის საკმაოდ სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაავადდა.

„რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება პრობლემურია და ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით. დღეს სამედიცინო პერსონალს რეგულარული, სისტემატური ტესტირება უტარდება, იმისდა მიუხედავად, სიმპტომი აქვთ თუ არა. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაფიქსირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამედიცინო პირობებში ინფიცირების რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, სამედიცინო პირობებში ინფიცირების რისკები მაღალია, განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე ადგილზე დასაქმებულების თემა. ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გვქონდა მოთხოვნა, რომ კოვიდ და „ცხელების კლინკაში“ დასაქმებულ პერსონალს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა ემუშავა. დღეს უკვე საგანგებო ვითარებაში აღარ ვოპერირებთ და ეს მოთხოვნაც შედარებით ნაკლებად საყურადღებო გახდა კლინიკებისთვის.

არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს, თუმცა სამედიცინო პერსონალის დეფიციტიდან გამომდინარე, ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ყოველთვის ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, მაგრამ არის ალტერნატიული გზები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ვამუშავებთ. ესაა ორკვირიანი მონაცვლეობა, მორიგეობა და პერსონალის ტესტირება. დღეს ტესტირება ყველაზე კარგი დაცვაა იმისთვის, რომ პერსონალი შემოწმებული და დაცული იყოს“,-განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S