Accentnews.ge
კრიზისი ქართულ რაგბში – სპორტსმენები და კლუბები პრობლემებზე საუბრობენ

კრიზისი ქართულ რაგბში – სპორტსმენები და კლუბები პრობლემებზე საუბრობენ

14/08/2020 09:07:12 პოლიტიკა, საზოგადოება

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძე თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა ისიც გადადგა.

სარაგბო კლუბებმა და მორაგბეებმა დღეს ქართული რაგბის სამყაროში შექმნილ კრიზისზე საჯაროდ ისაუბრეს.

მათი განცხადებით, კლუბებმა ვარჯიში ფინანსური რესურსის არარსებობის გამო შეწყვიტეს. კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დაფინანსებას რაგბის კავშირის ბიუჯეტიდან ვერ იღებენ. აღნიშნულის მიზეზად კი მათი განცხადებით, რაგბის კავშირში 6 მილიონამდე დაგროვილი ვალი დაასახელეს. ირკვევა, რომ აღნიშნული ვალი 2020 წელს და მანამდელ პერიოდში, მათ შორის 2018 წელს არის დაგროვებული.

„დაგროვილი ვალი ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია და პანდემიას არ უკავშირდება“,– აღინიშნა ბრიფინგზე.

კლუბები სპეციალური საბჭოს შექმნას ითხოვენ, რომლის შემადგენლობაშიც მათი წარმომადგენლები და ფინანსისტიც შევლენ. საბჭო კი რაგბის კავშირის საქმიანობას და ვალის დაგროვების მიზეზებს შეისწავლის.

ამასთან, კლუბები პრემიერ–მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„რაგბის კლუბების უმრავლესობა ღრმა ფინანსურ კრიზისშია შესული, რისი მთავარი მიზეზიც კლუბებზე გამოყოფილი მცირე რესურსია, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირის ბიუჯეტი ორჯერაა გაზრდილი. რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და დღეს შექმნილი ვითარების დაძლევა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. სხვადასხვა მიზეზებით, დღემდე არ შექმნილა საბჭო, მიმდინარეობს ამ საბჭოში კლუბების უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების შეყვანაზე ხელის შეშლა და არის ულტიმატუმი, რომ თუ საბჭო შეიქმნება, განვლილი პერიოდის ხარჯთაღცხვის შემოწმება არ უნდა მოხდეს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შექმნას საბჭო და შეხვდეს პრემიერს, რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი“,– განაცხადეს 31 კლუბის მიერ დღეს, 14 აგვისტოს ორგანიზებულ ბრიფინგზე.

შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს სპორტსმენებმაც. მათი ცნობით, ფინანსური პრობლემების გამო სპორტსმენთა ნაწილს ექვსი თვეა, ხელფასი არ აუღია და საარსებო მუნიმუმისთვის ალტერნატიული სამსახურის ძებნა უწევს, ან ქვეყნის დატოვებას გეგმავს.

„ნაწილმა მიტანის სერვისში დაიწყო მუშობა, ნაწილმა – მშენებლობაზე – ალტერნატიულ სამსახურს ეძებენ“,– აცხადებენ მორაგბეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S