საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 000–ს გადააჭარბა
14/08/2020 08:41:08 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 245 635 ინფიცირებული, 5 912 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 33 915 ინფიცირებული, 500 გარდაცვლილი
- სომხეთი: 41 299 ინფიცირებული, 814 გარდაცვლილი
- რუსეთი: 912 823ინფიცირებული, 15 498 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა (ჯანმოს მიერ აღიარებული) და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


