Accentnews.ge
გამყრელიძე ყაზბეგსა და მესტიაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს

გამყრელიძე ყაზბეგსა და მესტიაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს

14/08/2020 07:46:09 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტებია და ყაზბეგს უკავშირდება.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ცნობილია, რომ 6 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო სამის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება. ინფიცირებულთა შორის მედიკოსიცაა.

გამყრელიძემ ამბობს, რომ

  • ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია;
  • ინფექცია საკუთრივ მესტიაში ლოკალიზებულია;
  • იმ პირთაგან, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში და კლინიკას მიმართა, სამს COVID-19 დაუდასტურდა.

„ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 2 800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევ, თუ არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქალაების ჩაკეტვა არ იგეგმება:

„ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანდათან მსუბუქდება. დიდი თავშეყრისგან თავი შევიკავოთ, თავი ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“.

ცნობისთვის: 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის ვირუსის ჯამში 1306 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 1084 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17–ის შემთხვევაში ავადობა ლეტალურად დასრულდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. შემუშავდა რეკომენდაციებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S