Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 204–მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 204–მდე გაიზარდა

14/08/2020 07:12:23 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 204–მდე გაიზარდა, მათგან 7 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

ცნობილია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსი 23 პირს დაუდასტურდა. ეზუგბაიას თანახმად, მათგან 6 შემთხვევა გამოვლინდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, 11 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 – იმპორტირებული, 1 – სამედიცინო პერსონალია, ხოლო სამ პაციენტთან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, ერთი პაციენტი, რომლის ინფიცირების წყაროც ამ ეტაპზე დაუდგენელია, დუშეთს უკავშირდება.

ცნობისთვის: 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის ვირუსის ჯამში 1306 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 1084 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17–ის შემთხვევაში ავადობა ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერჯერობით სიტუაციის მართვას ახერხებენ და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. შემუშავდა რეკომენდაციებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S