Accentnews.ge
პარიზი „წითელ ზონად“ კვლავ გამოცხადდა

პარიზი „წითელ ზონად“ კვლავ გამოცხადდა

14/08/2020 07:11:59 მსოფლიო

Covid-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის გამო საფრანგეთის მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, - იუწყება ადგილობრივი მედია.

შესაბამისი დოკუმენტი ქვეყნის მთავრობამ უკვე გამოსცა. განკარგულება ხელისუფლებას ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვისა და იმ დაწესებულებების დახურვის უფლებას აძლევს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S