Accentnews.ge
უკრაინამ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

უკრაინამ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

14/08/2020 07:01:12 მსოფლიო

უკრაინამ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო. ბოლო 24 საათში უკრაინაში დაავადებით 1 732 ადამიანი დაინფიცირდა.

უკრაინაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ვირუსის 87 872 შემთხვევაა დადასტურებული, ჩინეთში კი –84 786.

უკანასკნელი მონაცემებით, Covid-19–მა უკრაინაში 2 011 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S