Accentnews.ge
ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება დაიწყეს

ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება დაიწყეს

14/08/2020 06:52:37 მსოფლიო

ბელარუსის შსს-მ დაიწყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება დაიწყო.

როგორც მედია წერს, ჟოდინოს იზოლატორთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებულებს სახლში საკუთარი ავტომანქანებით წაყვანას სთავაზობდნენ.

პატიმრობიდან გათავიუფლებულები, რომელთა შორისაც ქალებიც მრავლად არიან, არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობენ. რაც ბუნებრივია, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ბარსუკოვმა, რომელიც იზოლატში იმყოფებოდა, არ დაადასტურა.

საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან დაიწყო. დემონსტრანტების დარბევისას ათეულობით ადამიანი დაშავდა, დაკავებულია ასეულობით პირი. დადასტურებულია სულ მცირე, ორი დემონსტრანტის გარდაცვალება.

პრეზიდენტო ლუკაშენკო საპროტესტო აქციებს უცხოეთიდან მართულს უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S