საქართველოში COVID-19–ის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
14/08/2020 06:39:41 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა, ხოლო 17 გამოჯანმრთელდა.
ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 1306 ადამიანს, მათგან 1084 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფიცირებულთაგან 11 დაავადებულ პაციენტთან კონტაქტია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ორი – იმპორტირებული, ხოლო სამის ინფიცირების წყაროს მოძიების მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება.
სადღეისოდ კარანტინის რეჟიმშია 7635 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეთ – 334.


