Accentnews.ge
ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია: "ქვეყანაში ექიმების Covid-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგანგაშო დონეს მიაღწია"

ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია: "ქვეყანაში ექიმების Covid-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგანგაშო დონეს მიაღწია"

14/08/2020 06:22:52 მსოფლიო

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში ექიმების Covid-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგანგაშო დონეს მიაღწია.

შესაბამისი წერილით ასოციაციამ პრემიერ მინისტრი ნარდენრა მოდის გაუგზავნა და ხელისუფლებას მოუწოდა, დაავადებულ ექიმებსა და მათი ოჯახის წევრებს სათანადო მკურნალობის საშუალება მისცენ.

"7 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–მა უკვე 196 ექიმი იმსხვერპლა. ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები, რომ ინფიცირებული ექიმებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საავადმყოფოებში საკმარისი საწოლებიც კი არ არის და ხშირ შემთხვევაში – არც მედიკამენტები", – ნათქვამია წერილში.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია მედპერსონალის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას მათზე სათანადო ზრუნვისკენ მოუწოდებს.

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 64 553 ადამიანი დაინფიცირდა და 1 007 გარდაიცვალა.

კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილტა რაოდენობა კი 48 000–ს აჭარბებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S