Accentnews.ge
ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

13/08/2020 19:45:51 საზოგადოება

ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ.

ისრაელმა „მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოსთან ერთად შეიყვანა – ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნას გეგმავს. სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო სახელდება.

ქვეყნების სია კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ისრაელის ცის გახსნის გეგმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას არ ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S