Accentnews.ge
სერბეთში აზერბაიჯანელი დიპლომატი დააკავეს

სერბეთში აზერბაიჯანელი დიპლომატი დააკავეს

13/08/2020 15:40:33 მსოფლიო

სერბეთში მონტენეგროში აზერბაიჯანის ელჩი გასან ელდარი გუმბატი ფინანსური დარღვევების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება აზერბაიჯანის სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დიპლომატი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და სხვა სამართალდარღვევებშია ეჭვმიტანილი.

მედიის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური სისხლის სამართლის გამოძიებას ატარებს აზერბაიჯანის საგარეო სამეთა სამინისტროს რიგი მაღალჩინოსნის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე. საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, სახსრების მიტაცებასა და კორუფციაზე.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა შორის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, საგარეო უწყების საკონსულო სამმართველოს უფროსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S