Accentnews.ge
რუსეთისადმი ლუკაშენკოს პრეტენზიების ფონზე კრემლი მინსკის საქმეებში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს

რუსეთისადმი ლუკაშენკოს პრეტენზიების ფონზე კრემლი მინსკის საქმეებში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს

13/08/2020 14:45:00 მსოფლიო

კრემლი ბელარუსის საქმეებში „გარე ძალების ჩარევის აშკარა მცდელობებს ხედავს“,– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღვნიშნავთ უპრეცედენტო ზეწოლას, რომელსაც ცალკეული უცხოელი პარტნიორები ბელარუსის ხელისუფლებაზე ახორციელებენ. თვალს ვადევნებთ სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში გარე ჩარევის აშკარა მცდელობებს, რომელთა მიზანია საზოგადოების გახლეჩვა და ვითარების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ბელარუსში ვითარების ნორმალიზდება:

„მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებულობისა და კეთილგონიერებისკენ. ვიმედოვნებთ, უახლოეს დროში ქვეყანაში ვითარება ნორმალიზდება და მშვიდობიან რიტმს დაუბრუნდება“.

  • არჩევნებადე ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთი მისი დისკრედიცატიის მცდელობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას არ აპირებს".
  • 30 ივლისს მინსკში დააკავეს რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები". როგორც მინსკში აცხადებდნენ, ისინი კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.
  • 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების თანახმადაც, ლუკაშენკო პრეზიდენტად მეექვსე ვადით რჩება, მინსკში პროტესტი არ წყდება. არის ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. გარდა ამისა, დაშავებული და დაკავებულია ასობით ადამიანი.
  • ევროპელი ლიდერები ლუკაშენკოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის აკრიტიკებენ. გაიჟღერა სანქციების შესაძლო დაწესების საკითხმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S