შეიარაღებულმა პირებმა მინსკში „იანდექსის“ ოფისები დაბლოკეს
13/08/2020 14:08:19 მსოფლიო
უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მინსკში კორპორაცია „იანდექსის“ ოფისები დაბლოკეს. ცნობა გამოცემა „მედუზას „იანდექსის“ პრეს–სამსახურმა დაუდასტურა.
როგორც მედია იუწყება, კომპანიის თანამშრომლები საკუთარ სამუშაო ადგილებზე ჰყავთ დაბლოკილი.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ხშირად ითიშება ინტერნეტი. ბელარუსის ხელისუფლებას ამ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვრცელდება ასევე ცნობები მინსკში ტაქსის სერვისის კომპანია Uber-ის ოფისში ჩხრეკის შესახებ.


