Accentnews.ge
უკრაინა მინსკისგან დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებას მოითხოვს

უკრაინა მინსკისგან დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებას მოითხოვს

13/08/2020 14:03:56 მსოფლიო

უკრაინის საელჩომ ბელარუსში ორი ნოტა გაუგზავნა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი უკრაინელის გათავისუფლებასა და მათი მონახულების მოთხოვნით.

„საელჩომ ორი ნოტა გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია 9-12 აგვისტოს დაკავებული უკრაინის ყველა მოქალაქის შესახებ, მოგვაწოდოს ინფორმაცია, მათი დაკავების მიზეზებისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დაკავებულები არიან მოხალისეები კონსტანტინ რეუცკი, ევგენი ვასილევი და ოქსანა ალეშინა, მათგან ორს ბრალი ედება „მასობრივი არეულობა “, რაც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"მოვითხოვთ დაკავებულებთან ჩვენი კონსულის სასწრაფო შეხვედრას. ასევე მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას უკრაინაში დაბრუნების მიზნით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინსკს დაკავებული უკრაინელების სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და გაიმეორა, რომ აუცილებელია „ხელისუფლებამ მიაღწიოს დიალოგს თავის საზოგადოებასთან“.

ამასთან ზელენსკიმ ურჩია უკრაინის მოქალაქეებს, „თავი შეიკავონ ბელარუსში გამგზავრებისგან, ვიდრე იქ ვითარება არ გახდება უფრო უსაფრთხო.“

ცნობისთვის: 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობაზე მეექვსე ვადით რჩება, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპული მომიტინგის, ასობით დაკავებული და დაშავებულის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S