ტრამპი საშხაპეში წყლის არასაკმარისი ნაკადის გამო ჩივის – დავა შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს
13/08/2020 11:59:25 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ბანაობის დროს წყლის არასაკმარისი ნაკადი" მოედინება, რის გამოც მისი თმები "სრულყოფილად ვეღარ გამოიყურება".
"მინდა, ვისაუბრო საშხაპის თავებზე. იღებ შხაპს და წყალი არ მოდის. გინდა, დაიბანო თავი და წყალი არ მოდის. რა უნდა გააკეთო? შენ უბრალოდ დიდხანს გიწევს დგომა საშხაპეში და დიდი ხნის განმავლობაში იღებ შხაპს. თქვენი არ ვიცი და ჩემი თმა უნდა იყოს სრულყოფილი. ის უნდა გამოიყურებუდეს დიდებულად", – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნული პრეტენზიების გამოთქმის შემდეგ ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტი შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით უკვე გამოვიდა.
აშშ–ში 1992 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად ქვეყანაში საშხაპეების თავები 1 წუთში 9,5 ლიტრ წყალზე მეტს არ ატარებენ.
კომპანია Appliance Standards Awareness Project–ს აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ დელასკი ტრამპის პრეტენზიებს "სულელურს" უწოდებს.
ორგანიზაცია "მომხმარებელთა ანგარიშების" ვიცე–პრეზიდენტ დევიდ ფრიდმანის განცხადებით, აშშ – ში სადღეისოდ არსებული საშხაპეები "მომხმარებელთა სრული კმაყოფილებით სარგებელობენ“, პარალელურად ისინი ფულს ზოგავენ.
როგორც Reuters იუწყება, ინიცირებული ცვლილებების გამო დავა შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს.


