Accentnews.ge
გრიბაუსკაიტე – ლუკაშენკოს: „დიქტატორო, სისხლიანი ხელებით!“

გრიბაუსკაიტე – ლუკაშენკოს: „დიქტატორო, სისხლიანი ხელებით!“

13/08/2020 10:16:27 მსოფლიო

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ალექსანდრე ლუკაშნკოს გადადგომისკენ მოუწოდებს და მას "დიქტატორს" უწოდებს.

„დიქტატორო, სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო წადი ახლა. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – წერს დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ბელარუსში რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ლუკაშენკო პრეზიდენტად მეექვსე ვადით რჩება. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, მინსკის ქუჩებში გამოჩნდნენ სამხედროები, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. დაშავებულია ასობით დემონსტრანტი, ხოლო დააკავეს 3 000–ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S