ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
13/08/2020 08:00:49 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 592 ადამიანი დაინფიცირდა, 22 გარდაიცვალა, 530 კი გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ვირუსის 86 140 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 1 992 ადამიანი იმსხვერპლა. 46 216 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


