Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 198 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 198 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

13/08/2020 07:31:26 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ ორი შემოტანილია. შემოტანილი შემთხვევებიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ამ მონაცემებით, დღეს კოვიდცენტრებში სულ 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი ინფიცირებული არის კრიტიკული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.

ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 1283 ადამიანს, მათგან 1068 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

სადღეისოდ კარანტინის რეჟიმშია 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეთ – 245.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S