Accentnews.ge
იტალიაში რიგი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება

იტალიაში რიგი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება

13/08/2020 06:58:34 მსოფლიო

იტალიაში რიგი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის Covid-19-ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ გააკეთა.

"იტალიაში საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონვირუსზე ტესტი სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებიც კოლუმბიიდან, ან მისი გავლით მგზავრობენ, ქვეყანაში შემოსვა აეკრძალებათ. გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების ზრდაა. წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ", – განაცხადა რობერტო სპერანზამ.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 481 ადამიანი დაინფიცირდა და 10 გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, Covid-19-ის 251 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა 35 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S