Accentnews.ge
ინდოეთმა Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლით აშშ–სა და ბრაზილიას გადაუსწრო

ინდოეთმა Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლით აშშ–სა და ბრაზილიას გადაუსწრო

13/08/2020 06:47:44 მსოფლიო

ინდოეთმა Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლით აშშ–სა და ბრაზილიას გადაუსწრო. ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 66 999 ადამიანი დაინფიცირდა, აშშ–ში – 55 910, ხოლო ბრაზილიაში – 55 155.

კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S