საფრანგეთში 6 მაისის შემდეგ COVID-19–ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
13/08/2020 06:40:47 მსოფლიო
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 6 მაისის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არასწორი მიმართულებით იხრება.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 206 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 000-ს აჭარბებს.


