Accentnews.ge
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

13/08/2020 06:25:56 მსოფლიო

ბელარუსში პროტესტის მე –4 დღეს მეორე დემონსტრანტი ემსხვერპლა.

როგორც ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვლილია 25 წლის მამაკაცი, რომელიც კვირას "უკანონო საპროტესტო აქციების მონაწილეობის გამო" დააკავეს და მას 10–დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

25 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

პარალელურად ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი კვლავ სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გრძელდება.

დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცსკ–ის მონაცემებით, კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S