Accentnews.ge
აშშ–ში მცხოვრები პირი Covid-19-ს 1,5 მლნ დოლარის ღირებულების ნიღბით შეებრძოლება

აშშ–ში მცხოვრები პირი Covid-19-ს 1,5 მლნ დოლარის ღირებულების ნიღბით შეებრძოლება

12/08/2020 19:58:46 მსოფლიო

აშშ–ში მცხოვრები პირი Covid-19-ს 1,5 მლნ დოლარის ღირებულების ნიღბით შეებრძოლება. ნიღაბს, რომელიც ფუნქციურად N99 ტიპის რესპირატორის მსგავსია, ებრაელი იუველირები ამზადებენ. კლიენტის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

როგორც იუველირები აცხადებენ, ნიღაბი 18-კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და 3 600 შავი და თეთრი ბრილიანტის თვლითაა მოჭედილი.

"არა მგონია, მან ეს ნიღაბი სუპერმარკეტში შესვლისას გაიკეთოს. ჩვენს კლიენტს მოსწონს, იყოს ყველასგან გამორჩეული. იგი ახალგაზრდა, მომხიბვლელი და ძალიან მდიდარია", – განაცხადა Yvel–ის საიუველირო ბრენდის მფლობელმა ისააკ ლევიმ.

მისივე თქმით, ნიღბის შექმნაზე, რომელიც ოქტომბრისთვის იქნება მზად, იუველირთა 25–კაციანი ჯგუფი მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S