პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი ცნობილია – IRI–ის კვლევა
12/08/2020 13:31:25 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამოკითხულ მოქალაქეებში ყველაზე მაღალი – 63%–იანი მოწონებით პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სარგებლობს. შემდეგ პოზიციას იკავებს თბილისის მერი კახა კალაძე - 57%–ით, დავით ბაქრაძე - 53%–იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს, შალვა ნათელაშვილს - 42%, ბიძინა ივანიშვილს - 41%, გრიგოლ ვაშაძეს - 41%, გიორგი ვაშაძეს - 40%.
კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ყველაზე არასასურველი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა - 73%, ეკა ბესელია - 72%, ნინო ბურჯანაძე - 66%, მამუკა ხაზარაძე - 57%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.


