Accentnews.ge
IRI: კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას "ოცნებას" მისცემდა, 37%– ოპოზიციას

IRI: კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას "ოცნებას" მისცემდა, 37%– ოპოზიციას

12/08/2020 13:33:02 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 37%– ოპოზიციას.

"გაერთიანებულ ოპოზიცია - ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 16%-მა უჭერს მხარს. მესამე ადგილზე "ევროპული საქართველო "იმყოფება, პარტიას გამოკითხულთა 5%-ი უჭერს მხარს.

მეოთხე და მეხუთე ადგილს 3-3%-ით "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" და "პატრიოტთა ალიანსი" იკავებენ.

2-2% აქვთ "ლეიბორისტულ პარტიას", "ლელოს" და "გირჩს".

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა, ხოლო 17%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას.

ამასთან, კითხვაზე, "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არცერთ ვარიანტში?", რესპონდენტთა 29% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 25% – "ოცნებას", 16% – "გირჩს".

ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S