IRI- რესპონდენტთა უმეტესობა მთავრობის ყველაზე დიდ მარცხად "შეუსრულებელ დაპირებებს" ასახელებს, ყველაზე დიდ წარმატებად – "ჯანდაცვის რეფორმას"
12/08/2020 13:14:54 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა მთავრობის ყველაზე დიდ მარცხად "შეუსრულებელ დაპირებებს" ასახელებს, ყველაზე დიდ წარმატებად – "ჯანდაცვის რეფორმას".
გამოკითხულთა უმეტესობის (9%–ის) თქმით, მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდი მარცხი დაპირებების შეუსრულებლობაა. რესპონდენტთა უმეტესობა (13%) კი აცხადებს, რომ მოქმედი მთავრობის ყველაზე წარმატებული რეფორმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმაა.
ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.


