Accentnews.ge
IRI-  რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოს პანდემიის დროს ყველაზე მეტად აშშ დაეხმარა

IRI-  რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოს პანდემიის დროს ყველაზე მეტად აშშ დაეხმარა

12/08/2020 13:10:33 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოს პანდემიის დროს ყველაზე მეტად აშშ დაეხმარა.

კითხვაზე, "რომელი ქვეყანა დაეხმარა ყველაზე მეტად საქართველოს პანდემიის დროს?", გამოკითხულთა 47% აშშ–ს ასახელებს, 6%– ჩინეთს, 4%– ევროკავშირს, 1%– გერმანიას, 1%– თურქეთს, 3%– სხვა ქვეყნებს, 15% აცხადებს, რომ საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ დაჰხმარებია, 23–მა პროცენტმა კი თქვა, რომ "არ იცის".

ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S