IRI- რესპონდენტთა 69%–ს მოსწონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა მსახურება პანდემიის დროს
12/08/2020 13:08:38 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 69%–ს მოსწონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა მსახურება პანდემიის დროს. მათ შორის 37% აცხადებს, რომ ძალიან მოსწონს, 32% - ნაწილობრივ მოსწონს.
გამოკითხულთა 14%–ის თქმით, ხსენებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ არ მოსწონს, 8% კი აცხადებს, რომ ძალიან არ მოსწონს.
ცნობისვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.


