IRI- რესპონდენტთა 58% პანდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პაკეტით კმაყოფილია
12/08/2020 13:03:41 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 58% პანდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პაკეტით კმაყოფილია, მათ შორის 21% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, 37% - ნაწილობრივ კმაყოფილია.
გამოკითხულთა 22%–ის თქმით, სოციალური პაკეტით ნაწილობლივ უკმაყოფილოა, 17% კი აცხადებს, რომ ძალიან უკმაყოფილოა.
ამასთან, რესპონდენტთა უმეტესობა, მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია.
რაც შეეხება პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობის შეფასებას, გამოკითხულთა 79% ხელისუფლების ძალისხმევით კმაყოფილია. მათ შორის 41% ძალიან კმაყოფილია, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი.
ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.


