Accentnews.ge
ევროპაში 5 ქვეყნის გარდა, Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყველა სახელმწიფოში გაიზარდა

ევროპაში 5 ქვეყნის გარდა, Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყველა სახელმწიფოში გაიზარდა

12/08/2020 12:41:44 მსოფლიო

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) უახლესი მონაცემების თანახმად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე 5 ქვეყნის გარდა, Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყველა სახელმწიფოში გაიზარდა.

ECDC–ს ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები ევროპის მხოლოდ 5 ქვეყანაში შემცირდა. ეს ქვეყნებია:

  • პორტუგალია
  • შვედეთი
  • ხორვატია
  • ლატვია
  • სლოვენია

ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ესპანეთშია.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S