Accentnews.ge
სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

12/08/2020 11:01:39 მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

„საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა გავახანგრძლივოთ და ვიმედოვნებთ, ბოლოჯერ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრ რუსტამ ბადასიანის თქმით, სომხეთი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა მათ 2-კვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. 2-კვირიან პერიოდში მათ კორონავირუსზე ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის რეჟიმი მოეხსნებათ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით სომხეთში, საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის 40 794 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 806 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S