"ბარსელონას" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინა
12/08/2020 09:29:21 მსოფლიო
“ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული ფეხბურთელის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა როგორც “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იუწყება, ამ კონკრეტულ ფეხბურთელს კონტაქტი არ ჰქონია იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩისთვის ლისაბონში გაემგზავრნენ.
კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელი საკუთარ სახლში იმყოფება მკურნალობის კურსებს გადის, ასევე ყველა ის ფეხბურთელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან, შემოწმდებიან PCR ტესტებზე და დაიცავენ თვითიზოლაციის წესს.


